ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის “თბილისის” გაფორმების ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელმა, გიორგი მახარობლიშვილმა იორდანიის საექსპორტო ორგანიზაციის (Jordan Export) დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
ვიზიტის (რომელიც”ეკონომიკური რეფორმის აქტივობის” პროექტის ორგანიზებით შედგა) ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა “თბილისის” გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერეს და “ერთი სარკმლის” პრინციპით, ტვირთების გაფორმებისას, მომხმარებლისთვის საჭირო ელექტრონული მომსახურების მიღების პროცესს ადგილზე დაესწრნენ. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, საბაჟო პროცედურების გაციფრულებისა და განვითარების განყოფილების უფროსმა, ეკატერინე მოსიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ირინა სიგუამ სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია – წინასწარი ელექტრონული დეკლარირებისა და მონაცემთა გაცვლის/დამუშავების პროცედურების, ასევე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მექანიზმის, ნებართვების ერთიანი სისტემებისა და საბაჟო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმების შესახებ.


