ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებთან ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმასა და წესში განხორციელებული სიახლეების გაცნობის მიზნით ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასწარ გაცნობოდნენ თუ როგორ ხდება პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვა და შესაბამისი ელექტრონული აქტით დადასტურდება.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას 400-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა. საკითხის მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრა აქტიურ რეჟიმში მომავალშიც გაიმართება.
ინფორმაცია მომდევნო შეხვედრების შესახებ განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალზე – https://www.rs.ge/Meetingsspace– “შეხვედრების სივრცე”.


