Homeააფ-ნიუსებიპროფესორ კარელ ვან ჰულეს სამუშაო შეხვედრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან

პროფესორ კარელ ვან ჰულეს სამუშაო შეხვედრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის მოწვევით, 8-9 დეკემბერს, თბილისს სტუმრობდა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კარელ ვან ჰულე, რომელმაც სამუშაო შეხვედრა გამართა სამსახურის თანამშრომლებთან.

პროფესორი ჰულე არის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და ლექტორი. ის 1984 წელს შეუერთდა ევროკომისიას, სადაც პასუხისმგებელი იყო ანგარიშგების, აუდიტისა და კორპორატიული სამართლის საკითხებზე. 2004-2013 წლებში პროფესორი ჰულე ევროკომისიაში ხელმძღვანელობდა დაზღვევისა და საპენსიო მიმართულებებს. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დაზღვევისა და გადაზღვევის კომპანიებისთვის რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობა 2-ის (SOLVENCY II) ახალი რეჟიმის შემუშავება. ამ საკითხებზე ის წარმოადგენდა ევროკომისიას ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო უზრუნველყოფის ორგანოში (EIOPA). ამასთან, ის იყო დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) ტექნიკური კომიტეტის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სადაზღვევო რეგულირების საერთაშორისო მიდგომებზე.

სამსახური მუშაობს რისკზე დაფუძნებული გადახდისუნარიანობის სისტემის ეტაპობრივად შემოღების მიმართულებით, რაც მოითხოვს შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დანერგვას. აღნიშნულ სისტემაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლების, ისე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენელთა სათანადო მომზადება.

სამუშაო შეხვედრისას, პროფესორმა ჰულემ პრეზენტაციები წარადგინა ევროკავშირში არსებული გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: საქართველოში რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის და გადახდისუნარიანობის კაპიტალის რეჟიმის დანერგვის გზამკვლევი; ეტაპობრივი დანერგვის მიდგომის მიმოხილვა; მართვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები; გადახდისუნარიანობა 2-ის მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი უახლესი ცვლილებები.

სამსახურის წარმომადგენლებისათვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, გადახდისუნარიანობა 2-ის სისტემისა და მისი თავისებურებების შესახებ განმარტებები მოესმინათ უშუალოდ იმ პირისგან, რომელმაც ის შეიმუშავა ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ასევე, შეხვედრის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად დაესვათ შეკითხვები როგორც განსახილველი თემატიკის, ისე მისი დანერგვის თავისებურებების შესახებ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...