Homeააფ-ნიუსებიFitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი „BB“...

Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა

Published on

spot_img

საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა – „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია.

როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია და ამასთან, აღნიშნავს რომ საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.

Fitch ასევე დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები. სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას.

“ძლიერი ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებითად აისახება საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სექტორი გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით (ROE აგვისტოს მდგომარეობით ROE 23.2% შეადგინა), ძლიერი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)“, – ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. 

Fitch პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს გაუტოლდება, ხოლო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს 5%-ს დაუახლოვდება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...