მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში, რომლის თანახმად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (საფ) და ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ნსაფ) კორექტირებისას დღგ-ის თანხის ზრდა ან შემცირება აისახება უშუალოდ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში.
ცვლილების მიხედვით, ანგარიშ-ფაქტურის კორექტირებისას შესაბამის სტრიქონებში აისახება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი ან უარყოფითი სხვაობა (დღგ-ის თანხის ზრდა ან შემცირება). კერძოდ:
საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის კორექტირებისას:
- 9.1.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
- 9.2.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება.
ავანსის საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის კორექტირებისას:
- 7.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
- 7.2 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება.
ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ნსაფ) კორექტირებისას:
- 9.2.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის ზრდა;
- 9.3.1 სტრიქონში მიეთითება დღგ-ის თანხის შემცირება.
ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულს

