Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა: კაპიტალის ბაზრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებულია - წელს გამოშვებულმა კორპორატიული...

ნათია თურნავა: კაპიტალის ბაზრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებულია – წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ 200 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „რიკო ექსპრესმა“ 200 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზანს 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და კომპანიის სასესხო პორტფელის ზრდა წარმოადგენს.

აღნიშნული ემისია ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განთავსებაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და განხორციელდა კომერციული ბანკებისგან სრულად დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის – „ფორსაითის“ მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ კორპორაციული ობლიგაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო მნიშვნელოვან ალტერნატიულ ფინანსურ წყაროდ ყალიბდება.

„კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება კომპანიებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ ლიკვიდობა, გაზარდონ პორტფელი და განავითარონ საქმიანობა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი ვითარდება. მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია. წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე განთავსებაა მოსალოდნელი“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზეც სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქართული ბიზნესებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღესდღეობით, „რიკო ექსპრესი“ მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მონაწილეა. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივები 1 მილიარდ ლარს აღწევს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 70 ფილიალს აერთიანებს და მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს არასაბანკო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ფინანსური ბაზრის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...