Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

Published on

spot_img

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მისიის წევრები, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული პოლიტიკა, საგარეო სექტორის მდგომარეობა და ფინანსური სექტორის მდგრადობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკურ გარემოსა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

ნათია თურნავამ მისიის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე, რომელთა მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო სექტორის პოზიტიურ დინამიკაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.9%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 2.5% შეადგინა.

ნათია თურნავამ ინფლაციის არსებულ დინამიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ინფლაციის ზრდა ძირითადად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, განსაკუთრებით კი ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება, რომლის წვლილი ინფლაციაში მაღალი რჩება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...