Homeააფ-ნიუსებითამარ დგებუაძე საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა

თამარ დგებუაძე საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.  

კომპანიამ ეროვნული ბანკის ინიციატივის ფარგლებში დასაჯილდოებლად უნაღდო ანგარიშსწორებისა და საბანკო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დგებუაძე წარადგინა. მას საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადასცა 

  • „კრისტალი“ ამ თარიღს მიკრობანკის სტატუსით უკვე მეორედ შეხვდა. კომპანიამ ეროვნული ბანკის ინიციატივის ფარგლებში, დასაჯილდოებლად უნაღდო ანგარიშსწორებისა და საბანკო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი, თამარ დგებუაძე წარადგინა, რომელსაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, ნათია თურნავამ,  ბანკმა საბანკო სფეროში განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო სიგელი გადასცა. 
  • თამარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, განსაკუთრებით კი კრიტიკული საოპერაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა RTGS-ისა და SWIFT-ის სისტემებთან დაკავშირებული პროცესები და გადამზადდნენ საფილიალო ქსელის თანამშრომლები, რაც მათ ახალი საბანკო ოპერაციების ეფექტიანად და უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას აძლევს. 
  • თამარს საბანკო ოპერაციების მიმართულებით 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში. 

თამარის ეს აღიარება განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია მთელი ჩვენი გუნდისთვის. ეს არის მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ მნიშვნელოვანი საქმის აღიარება, რომელსაც ის „კრისტალის“ განვითარებისთვის ყოველდღიურად აკეთებს. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ თამარს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ვუსურვებთ წარმატებებს და ახალ პროფესიულ მიღწევებს! 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...