Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილი ჰონგ-კონგში მიმდინარე დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობს

დავით ონოფრიშვილი ჰონგ-კონგში მიმდინარე დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობს

Published on

spot_img

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS – International Association of Insurance Supervisors) წევრობის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი 9-13 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ჰონგ-კონგში 2026 წლის ასოციაციის წლიურ გენერალურ შეხვედრას, კომიტეტის შეხვედრებს და ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს ჰონგ-კონგის დაზღვევის სააგენტო. კვირეული, ტრადიციულად დასრულდება ასოციაციის წლიური კონფერენციით, რომელიც გაიმართება 12–13 ნოემბერს.

9 ნოემბერს, დავით ონოფრიშვილმა, როგორც ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის წარმომადგენელმა, შეფასების იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC – Assessment Implementation Committee) და განვითარებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების (EMDE – Emerging Markets and Developing Economies) შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ჰონგ-კონგში გამართული შეხვედრები წარმოადგენს ასოციაციის წლიური სამუშაო ციკლის ერთ-ერთ მთავარ ეტაპს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის განხილვას და მათ დამტკიცებას. შეხვედრებზე ხაზი გაესვა განვითარებადი ბაზრების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას გლობალურ საზედამხედველო პოლიტიკაში, ვინაიდან ასოციაციის 200-ზე მეტ წევრთა 49%-ს სწორედ EMDE ქვეყნები წარმოადგენს.

სამუშაო სესიებზე განიხილეს სადაზღვევო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზედამხედველობის პრაქტიკული ინსტრუმენტები (AI Question Bank და Agentic AI) და ასოციაციის ახალი ინიციატივა – „Supervisory Exchange“, რომელიც მიზნად ისახავს 2027 წლიდან წევრი ქვეყნების თანამშრომლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

ღონისძიებაზე ასევე შეფასდა ასოციაციის კომიტეტებში გეოგრაფიული და გენდერული მრავალფეროვნების საკითხები. აღინიშნა, რომ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონზე ორგანიზაციის წევრთა 14% მოდის. გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტების (ICP – Insurance Core Principles, ComFrame) თვითშეფასების მიმდინარეობა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ეფექტურობის გაზრდის გზები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა სამუშაო შეხვედრები გამართა ესპანეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და აზერბაიჯანის კოლეგა ზედამხედველებთან, რა დროსაც მხარეებმა ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის პროფესიული კავშირების გაღრმავებასა და საერთო გამოწვევებზე მსჯელობას, ასევე ქმნის საფუძველს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის შემდგომი გაზიარებისთვის.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ეროვნული სადაზღვევო სისტემის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკის, ცოდნისა და რესურსების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას, გამჭვირვალობასა და გლობალური სტანდარტების შესაბამისად ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის მდგრად განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...