Homeააფ-ნიუსებიცვლილება დადგენილებაში - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ

ცვლილება დადგენილებაში – სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ

Published on

spot_img

2026 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში, რომლითაც იცვლება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

იკრძალება სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და  3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადებას, სადაც სავალდებული წესით შეიტანება ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებულ სასურსათო კონტეინერებს/ჭიქებს ან/და მათ თავსახურებს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯით.

სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე

17.12.2025

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...