Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 20 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

ცვლილების მიხედვით, განსხვავებული მომსახურების საფასური (1 ტონაზე 40 ლარი) დაწესდა სეს ესნ-ის 2523 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული ცემენტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმების მომსახურების გაწევაზე.

აღნიშნული მომსახურების საფასური არ ვრცელდება, თუ საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია, გაცემული ერთ-ერთი შემდეგი ხელშეკრულების შესაბამისად:

  • „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმება;
  • „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმება;
  • „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ 2019 წლის 21 ოქტომბრის შეთანხმება.

მომსახურების საფასურის მოქმედების ვადად განსაზღვრულ იქნა 2026 წლის 20 ნოემბრიდან და 2027 წლის 20 მაისამდე პერიოდი.

საქართველოს მთავრობის დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის ბმულზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...