Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურებში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 16 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც:

  • სეს ესნ-ის 2402 10 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარილის, 2402 20 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული სიგარეტისა და 2404 11 000 00, 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული საქონლის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 1 ლარის ოდენობით;
  • სეს ესნ-ის 2403 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჩილიმით მოსაწევი თამბაქოსა და 2401 სასაქონლო პოზიციაში და 2403 19 სასაქონლო სუბპოზიციაში კლასიფიცირებული თუთუნის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 კილოგრამზე 0.3 ლარის ოდენობით;
  • სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით;
  • კონტეინერით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან ბორნით შემოტანილი, ტრანზიტისთვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში რწგისტრაციაძე დაწესებულ იქნა განსხვავებული მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 500 ლარის ოდენობით;
  • საქართველოში არარეგისტრირებული, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტის ან ტრანზიტის განხორციელების მიზნით საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით.

მითითებული მომსახურების საფასურები გადახდილ უნდა იქნეს:

  • თამბაქოს ნაწარმი შემთხვევაში – არა უგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა;
  • მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში – შესაბამისი მომსახურების გაწევამდე;
  • შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე – მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, ს/ნ 204525585 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707017021.

თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში დადგენილი საფასური არ მოქმედებს შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ან/და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით.
  • თუ საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილია 2026 წლის 16 ნოემბრამდე.

საქართველოს მთავრობის დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის ბმულზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...