მიკრობანკი “კრისტალი” მომხმარებლებს ფულადი გზავნილების ახალ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საშუალება აქვს, ყოველ კვირას ფულადი პრიზი მოიგოს და, ამავდროულად, დამატებითი ბენეფიტებითაც ისარგებლოს.
აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა ფულადი გზავნილი მიკრობანკ “კრისტალის” ფილიალში მიიღოს. მას, ვინც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის საერთაშორისო გზავნილს გაანაღდებს, პრიზის სახით 100 ლარი გადაეცემა. ამას გარდა, გამარჯვებული “კრისტალის” სადებეტო ბარათითა და მულტისავალუტო ანგარიშითაც დასაჩუქრდება.
გზავნილის განაღდება მიკრობანკ “კრისტალის” ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მის ფარგლებში სულ 12 გამარჯვებული გამოვლინდება.
აქციის პირობები ვრცელდება შემდეგ სისტემებზე: Western Union, Ria, MoneyGram და Intel Express.
ფულადი გზავნილები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ფინანსური პროდუქტია. აქციის მიზანია, წაახალისოს მომხმარებლები, რომლებიც მიკრობანკ “კრისტალის” მარტივ, სანდო და კომფორტულ მომსახურებას ირჩევენ და მათ დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობის საშუალებაც მისცეს.


