Homeააფ-ნიუსები27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამსახური (SARAS) ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საკითხებზე ონლაინ...

27 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამსახური (SARAS) ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

Published on

spot_img

შეხვედრის მიზანია ანგარიშვალდებული პირების ინფორმირება ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესების, შესაბამისი პროცედურებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამსახურის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ყველა ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშგებო პერიოდის ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება სამსახურს წარუდგინოს არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა. 

აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება სერტიფიცირებულ ბუღალტრებზე, პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტრებსა და აუდიტორებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, აგრეთვე საბუღალტრო და აუდიტორულ ფირმებზე.
ანგარიშგების შევსება და წარდგენა ხორციელდება ანგარიშვალდებული პირის რეესტრის გვერდიდან, „ML/TF ანგარიშგების ფორმების“ ჩანართის მეშვეობით. ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესი დამტკიცებულია სამსახურის უფროსის 2024 წლის 9 დეკემბრის №ნ-16 ბრძანებით.

სამსახური შეახსენებს ანგარიშვალდებულ პირებს, რომ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარუდგენლობა, არასრულად ან დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...