Homeააფ-ნიუსებისაქსტატის ტრენინგ ცენტრში პირველი სასწავლო კურსი მიმდინარეობს

საქსტატის ტრენინგ ცენტრში პირველი სასწავლო კურსი მიმდინარეობს

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ტრენინგ ცენტრში პირველი სასწავლო კურსი მიმდინარეობს. ტრენინგის თემაა „ინფლაციის და ფასების სტატისტიკა“.

სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებისთვის ფასების სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების, მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირების შესახებ ცოდნის გაღრმავება.

პირველ ტრენინგს 25 მონაწილე ესწრება. ჯგუფი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და სტატისტიკის საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ფასების სტატისტიკის ძირითად პრინციპებს, ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, სამომხმარებლო ფასების ინდექსის მნიშვნელობასა და გამოყენებას, ასევე ფასების სტატისტიკის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

სასწავლო კურსს საქსტატის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაიღრმაონ.

საქსტატის ტრენინგ ცენტრი 3 ნოემბერს გაიხსნა და მისი მიზანია სტატისტიკის სფეროში ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარება, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის სტატისტიკურ საკითხებზე ცოდნის გაზიარება.

ტრენინგ ცენტრში სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსების ჩატარებაა დაგეგმილი, მათ შორის ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, ინვესტიციების, სოციალური სტატისტიკისა და სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...