2026 წლის 17 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N65 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.4 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 79 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.500%, მაქსიმალური 8.619%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.553%.

