Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსი, მამუკა ბარათაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი, მამუკა ბარათაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ამასთან, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის, მზარდი ტვირთბრუნვის პირობებში, რეგიონული მნიშვნელობის პროექტების, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვას.

შეხვედრის მსვლელობისას,  ასევე ხაზი გაესვა, 30 ოქტომბერს მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, გაფორმებულ ოქმს – “საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის “აბრეშუმის გზა –  “იფექ იოლუ” პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ”.  აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო გადაზიდვების ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარება.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა აღნიშნა შემოსავლების სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან, ასევე სახელმწიფო საგადასახადო სამსახურთან და ფაიგ გულიევს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი არჩილ დარახველიძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია გრძელიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი ჯავიდ მაჰარამოვი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...