Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ბარათაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა ბარათაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ADB-ს ტექნიკური დახმარების პროექტის – „რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ოპერაციული გეგმის განხორციელება (II ეტაპი)“  ფარგლებში,  საქართველოსა და სომხეთს  შორის ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  საქართველო-სომხეთს შორის მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების შეუფერხებელ გადაადგილებას. 

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა,  ADB-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან კვლავ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი არჩილ დარახველიძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ირინა სიგუა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები – გიორგი დობორჯგინიძე და თენგიზ ლომითაშვილი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...