Homeააფ-ნიუსებისინგაპურში, მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი დაესწრო

სინგაპურში, მსოფლიოს უმსხვილეს ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი დაესწრო

Published on

spot_img

სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი საგარეო და ეროვნული განვითარების საკითხებში ალვინ თანი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას დაესწრო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ სინგაპურის სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ინოვაციური პროექტები გააცნო.

საქართველოს პავილიონზე სებ-თან ერთად წარმოდგენილი არიან ქართული ფინანსური და ფინტექ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც პავილიონის სტუმრებს საკუთარი საქმიანობის, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ შეთავაზებულ ფინანსურ პროდუქტებს, ციფრულ სერვისებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ და პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს ქართული ფინანსური და ფინტექკომპანიების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და უცხოელ პარტნიორებთან ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სინგაპურის ფინტექფესტივალი წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 100-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ბუნდესბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის, ესპანეთისა და დანიის ცენტრალური ბანკები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კერძო სექტორს ისეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა J.P. Morgan, Visa, Mastercard, Ant International, Tencent და Amazon Web Services. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...