კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პირველი პანელური დისკუსია თემაზე – მომხმარებლის დაცვის გლობალური ტრანსფორმაცია: ახალი რისკები, რეგულირების თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო თანამშრომლობა. დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ.
დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ახალ გამოწვევებზე, თანამედროვე მარეგულირებელ მიდგომებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
მოხსენებებით წარსდგნენ: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ნიკოლაძე; მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (კომუნიკაციების ომბუდსმენი) გვანცა ჩხეიძე; საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია; სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ცისანა ყაველაშვილი; სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი (ენერგოომბუდსმენი) ნინო გულეიშვილი.








