Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, მონაწილეობა მიიღო ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ  საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების ჩართულობას, რისთვისაც სებ-ის პრეზიდენტმა მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. მისივე თქმით, გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს უკეთეს თანამშრომლობას საფინანსო სექტორებს შორის და ამ მხრივ, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ახალი ფინანსური პროდუქტების დანერგვის კუთხით. 

დისკუსიის ფარგლებში ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში მაღალი მდგრადობა აჩვენა გლობალური შოკებისა და გაურკვევლობის პირობებში, რასაც ადასტურებს ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბალი მაჩვენებელი, ფასების სტაბილურობა და ფინანსური სექტორის ჯანსაღი მდგომარეობა.

„როდესაც ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უნდა ვიცოდეთ რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი მაგალითია გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ერთდროულადაა მაღალი ეკონომიკა და დაბალი ინფლაცია. ეს ძალიან იშვიათი შეხამებაა. ჩვენთან მაღალი ზრდაა და დაბალი ინფლაციაა იმის გამო, რომ პროდუქტიული დარგები ვითარდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ინფლაციის კონტროლი და მონეტარული პოლიტიკის თანმიმდევრული განხორციელება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით დადებით შეფასებებშიც აისახა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ საერთაშორისო ნდობას აძლიერებს.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ეკონომიკური შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობას ზრდის და საინვესტიციო გარემოს დამატებით ამყარებს.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო მედეგია, ეკონომიკამ გაუძლო შოკებს და ზოგადად პოტენციურადაც გაუძლებს შოკებს და იჩენს მედეგობას მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა, ერთ-ერთი მნიშნველოვანი კომპონენტია ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები. ეს არის ჩვენი ბუფერი, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ გამოწვევებს“, – დასძინა ნათია თურნავამ.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...