Homeააფ-ნიუსებიცვლილება დადგენილებაში - „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“

ცვლილება დადგენილებაში – „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“

Published on

spot_img

2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №286-ში დადგენილებაში ცვლილება, რომლითაც იკრძალება  მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტი. კერძოდ:

1. აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).  

2. პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.  

სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე

25.12.2025

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...