Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენის საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

სამსახურმა (SARAS) ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარდგენის საკითხებზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გამართა

Published on

spot_img

ანგარიშვალდებული პირების ინფორმირების მიზნით, სამსახურმა (SARAS) ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესებთან დაკავშირებით, ონლაინ ფორმატში, საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და განმარტეს ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის პროცედურები და ვადები. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის სესიას დაეთმო, რის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მომხსენებლებისგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის მიმართ ყველა ანგარიშვალდებულ პირს ევალება ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება წარუდგინოს სამსახურს (SARAS) არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა. ანგარიშგება მოიცავს 2025 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშგებო პერიოდს, რომლის შევსება ხდება ანგარიშვალდებული პირის საკუთარი რეესტრის გვერდიდან, ML/TF ანგარიშგების ფორმების ჩანართის მეშვეობით.

ანგარიშვალდებული პირები არიან: სერტიფიცირებული ბუღალტერები, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერები და აუდიტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, ასევე საბუღალტრო და აუდიტორული ფირმები.

ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი დამტკიცებულია სამსახურის უფროსის 2024 წლის 9 დეკემბრის N ნ-16 ბრძანებით – „ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარუდგენლობა, არასრულად ან დაგვიანებით წარდგენა წარმოადგე.ნს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.

იხილეთ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და გაგზავნის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...