Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს...

ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს

Published on

spot_img

გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მოყოლებული საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტებს აქვეყნებს. გასული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზრდის პროგნოზირებადობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემოს.

ეროვნული ბანკი  დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს და ამჯერადაც ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 2026-2028 წლებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები განისაზღვრება. 

ახალი დოკუმენტი წინა წლების საზედამხედველო სტრატეგიების მსგავსად პროაქტიული, მომავალზე ორიენტირებული და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული იქნება. საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:

  • საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითად მიმართულებებს;
  • საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ნაკისრ ვალდებულებებს;
  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზს;
  • საზოგადოებისა და სექტორისგან მიღებულ მოსაზრებებს;
  • საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებს, არსებულ რისკებსა და გამოწვევებს.

ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს საერთო ხედვაზე ორიენტირებული, ინკლუზიური და კონსულტაციების საფუძველზე შედგენილი. იმისათვის, რომ სტრატეგია ასახავდეს როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, ისე მომხმარებლების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვასა და რეკომენდაციებს – ეროვნული ბანკი შესაბამის კითხვარს აქვეყნებს. კითხვარის ფარგლებში დაფიქსირებული მოსაზრებებით, თითოეული ჩართული პირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. აღნიშნული ეროვნულ ბანკს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვროს სტრატეგიის დოკუმენტში პრაქტიკული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები.

2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით, კითხვარის მეშვეობით, მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 23 იანვრისა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე  Supervisorystrategy@nbg.gov.ge.

იხილეთ ვიდეო

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...