Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე

ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს.

მორიგი კვლევითი ნაშრომი – “სავაჭრო ომის ხელოვნება – საერთაშორისო სატარიფო მეტოქეობის სტაკელბერგ-კურნოს მოდელი”, რომელიც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოამზადეს მიზნად ისახავს დიდი ეკონომიკების მიერ ოპტიმალური სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებების შეფასებას.

ნაშრომში შემუშავებულია სტაკელბერგ-კურნოს მოდელი სამი მოთამაშისთვის, რომელიც საერთაშორისო სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს აანალიზებს. ტარიფების განსაზღვრის პროცესში, ერთი ქვეყანა ასრულებს ლიდერის როლს, რის შემდეგაც დანარჩენი ორი მოთამაშე ერთდროული სატარიფო პოლიტიკით რეაგირებს. საბოლოოდ კომპანიები გადაწყვეტილებას იღებენ თუ რა რაოდენობის საქონელი შეიტანონ დანიშნულების ბაზრებზე. მოდელი მოიცავს სხვადასხვა ზომის ბაზრებს, ტარიფების ტვირთის გადანაწილებას მომხმარებელთა და მწარმოებელთა შორის, ორმხრივ სავაჭრო პრეფერენციებს, აგრეთვე ემპირიულად შეფასებულ მოთხოვნისა და ხარჯების ამსახველ პარამეტრებს. აშშ-ის, ჩინეთისა და ევროკავშირის მონაცემებზე დაფუძნებული სცენარები აჩვენებს, რომ გაზრდილი ადგილობრივი ფასებისა და შემცირებული სამომხმარებლო დანაზოგის მიუხედავად, ლიდერობა, სატარიფო შემოსავლებისა და ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის გზით, პირველ მოთამაშეს საშუალებას აძლევს მოკლევადიანი კეთილდღეობა მიიღოს. აღნიშნული მოგება სავაჭრო პარტნიორების ხარჯზე მიიღება, რასაც საბოლოოდ გლობალური კეთილდღეობისა და სავაჭრო მოცულობების შემცირება მოჰყვება.

ასევე ნაჩვენებია, რომ ოპტიმალური სატარიფო პოლიტიკიდან გადახრები ცალკეულ მოთამაშეთა მოგებებს ზრდის, თუმცა გლობალური სოციალური კეთილდღეობა კვლავ მცირდება. შედეგები ცხადჰყოფს, რომ ინდივიდუალური სატარიფო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოთამაშეების მხრიდან რაციონალურია, ნეშის წონასწორობას წარმოქმნის, თუმცა კეთილდღეობის დანაკარგებს ზრდის. კვლევა ყურადღებას ამახვილებს სატარიფო პოლიტიკის გატარებისას თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რადგან დიდი ეკონომიკების სატარიფო პოლიტიკის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენენ მცირე ღია ეკონომიკებზე, რომლებიც არაპირდაპირ ექვემდებარებიან ძლიერ ქვეყნებს შორის სავაჭრო კონფლიქტებს.

სებ-ის კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა – მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...