Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2025 წელი, მესამე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2025 წელი, მესამე კვარტალი)

Published on

spot_img

რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)”, შესაბამისად.

2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტური გახდა და 338.8 მლნ აშშ დოლარი (917.3 მლნ ლარი) შეადგინა. პროფიციტი პირველად 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა (12.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეორედ – 2022 წლის მესამე კვარტალში (338.7 მლნ აშშ დოლარი). მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. 2025 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.3 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 10.7 პროცენტით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი (4.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3.8 პროცენტით გაიზარდა.

ზრდას განაგრძობს მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით გაიზარდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მესამე კვარტალში 1.7 მლრდ აშშ დოლარს (4.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  6.6 პროცენტით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მესამე კვარტალში  301.6 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 2.9 პროცენტი შეადგინა. ასევე მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მესამე კვარტალში 498.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.8 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -531.7 მლნ აშშ დოლარი (-1.4 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 20.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 18.8 პროცენტით შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.5 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მესამე კვარტალში 927.8 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 10.1 პროცენტით გაიზარდა 873.8 მლნ აშშ დოლარამდე (2.4 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 430.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.2 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.    

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...