Homeააფ-ნიუსებითამბაქოს და ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე ნომინალური ღირებულების ცვლილება

თამბაქოს და ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე ნომინალური ღირებულების ცვლილება

Published on

spot_img

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლში „აქციზური მარკის/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება“. კერძოდ, განხორციელებული ცვლილების მიხედვით იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე და ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე შემცირდა ნომინალური ღირებულება, კერძოდ:

  • იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
  • ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 12 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა  – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
  • იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე  ნაცვლად 19,5 დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა  – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...