2026 წლის 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 142 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.099%, მაქსიმალური 8.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.132%.

