2026 წლის 6 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N2 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.2 წლის საწყისი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.832%, მაქსიმალური 9.300%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.950%.

