Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ შენელება განარგძო და 4.0% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2025 წელს სტაბილური იყო. დეკემბერში საბაზო ინფლაციამ 1.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და დეკემბერში 2.5%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ნოემბერში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 1 პპ-ით მოიმატა და წლიურმა მაჩვენებელმა 13.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ნოემბერში 0.7 პპ-ით შემცირდა და 47.9% შეადგინა
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია უცვლელია და 41.8%-ის დონეზეა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – ნოემბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 1.2%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -1.4 პპ წვლილით
  • ექსპორტი – ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 44.2%-ით გაიზარდა და 782.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის (33.0 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...