Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი „ხელბურთი 2026“ თემაზე საკოლექციო მონეტას უშვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი „ხელბურთი 2026“ თემაზე საკოლექციო მონეტას უშვებს

Published on

spot_img

ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით,  ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ 1 ლარის ნომინალის ვერცხლის  საკოლექციო მონეტას უშვებს.

ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა. 

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.

„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.

მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.

საკასო ცენტრი – მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).

ყვარლის ფულის მუზეუმი – მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: – ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).

ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია – https://moneymuseum.nbg.gov.ge/

იმისათვის, რომ მონეტების შეძენა  შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა – ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს 1 ცალი მონეტა.


საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მონეტის დიზაინი და მახასიათებლები:

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ლოგოს დეტალები – ორნამენტის სახით შესრულებული ჯიქის გამოსახულება (რომელიც ბურთს ეხება) საქართველოს დროშის ფონზე (დროშის დეტალები წითელ ფერშია წარმოდგენილი). მონეტის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია მონეტის ნომინალური ღირებულება, ხოლო კიდეზე, წრიულად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილე“ და „1956-2026“.

რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კარში გატანილი ბურთის რელიეფური გამოსახულება, რომელზეც დატანილია საქართველოს ხელბურთის ასოციაციის ლოგოს დეტალის ცისარტყელასებრი გამოსახულება, მის ქვემოთ დატანილია წარწერები „EHF EURO 2026“, ხოლო ზემოთ – „საქართველო“ და „Georgia“, რომელთა შორის ვარსკვლავია გამოსახული. კიდეზე, წრიულად განთავსებულია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „GEORGIAN HANDBALL NATIONAL TEAM AT EURO 2026“ და „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2026 ჩემპიონატზე“.

ნომინალი: 1 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 20 გრ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი:  პრუფი
გამოშვების წელი: 2026
ტირაჟი: 3000
დიზაინერი: გიორგი ჟღენტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
ზარაფხანა: ყაზახეთის ზარაფხანა (Kazakhstan Mint)


ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას და ყაზახეთის ზარაფხანას მონეტის დიზაინის მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...