Homeააფ-ნიუსებიადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების...

ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე კვოტირების წესის შესახებ დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება.

Published on

spot_img

დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N652 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის გათვალისწინებული აქციზის განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, აგრეთვე კვოტირების წესი.

მთავრობის დადგენილების შემუშავება განპირობებულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 26 ნოემბრის N1114-IVმს-XIმპ  საქართველოს კანონით სსკ-ის 188-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობით (ნაცვლად 2.75 ლარისა).  

საქართველოს მთავრობის N652 დადგენილებით განისაზღვრა:

  • პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თამბაქოს მწარმოებელი კვოტის მიღებისათვის;
  • პროცედურა და ვადები, რომლის დაცვითაც განხორციელდება თამბაქოს მწარმოებლისთვის კვოტის გამოყოფა;
  • კვოტის განაწილებაზე უფლებამოსილი პირი – საგადასახადო ორგანო;
  • კვოტის განაწილების წესი, კერძოდ: ყოველწლიური კვოტა ნაწილდება 4 თანაბარ ლოტად შესაბამისი პერიოდულობით. თითოეული ლოტის ფარგლებში,  კვოტის გამოყოფა ხდება პირის მიერ წარმოდგენილი განცხადების ვადის წინა 3 კალენდარული თვის ფარგლებში პირის მიერ განხორციელებული, აქციზით დასაბეგრი ოპერაციების მოცულობაში (კოლოფი/შეფუთვა) თითოეული ლიცენზიის მფლობელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციების (კოლოფი/შეფუთვა) პროცენტული წილის პროპორციულად.

ამასთან,  I ლოტის ფარგლებში, 2026 წლის ყოველწლიური კვოტიდან სიგარეტის კვოტის გამოყოფის თაობაზე თამბაქოს მწარმოებელი უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართოს 2026 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო განაწილებული კვოტა ძალაში იქნება 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს მთავრობის N652 დადგენილება დეტალურად იხილეთ ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...