Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის დეკემბრის თვის შედეგები

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის დეკემბრის თვის შედეგები

Published on

spot_img

დეკემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.

დეკემბერში სამივე პორტფელმა თითქმის თანაბარი, 0.9%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა.

2025 წელი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემოსავლიანობაც საკმაოდ მაღალი იყო:

🔹 დინამიკური – 15.2%
🔹 დაბალანსებული – 13.3%
🔹 კონსერვატიული – 11.8%

ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.

დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა 2.2 მილიარდ ლარს აღემატება.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს, ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...