2026 წლის 13 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 170 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.980%, მაქსიმალური 8.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.055%.

