2026 წლის 13 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.7 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 90 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.780%, მაქსიმალური 9.789%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.783%.

