Homeკითხვა-პასუხიწილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებით, ბიძის კუთვნილი წილი სრულად გადაფორმდა ძმისშვილზე. წილის უსასყიდლოდ...

წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებით, ბიძის კუთვნილი წილი სრულად გადაფორმდა ძმისშვილზე. წილის უსასყიდლოდ დათმობა დასაბეგრი ოპერაცია ხომ არ არის ფირმისთვის?

Published on

spot_img

კითხვა: 2019 წლიდან ჩვენს შპს-ში წილებს ფლობდნენ ბიძა (55%) და მისი ძმისშვილი (45%). 2025 წლის ივნისში წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებით, ბიძის კუთვნილი წილი სრულად გადაფორმდა სხვა ძმისშვილზე. წილის უსასყიდლოდ დათმობა დასაბეგრი ოპერაცია ხომ არ არის ფირმისთვის?

პასუხი: შპს-ის პარტნიორებს შორის მომხდარი წილების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები (როდესაც ისინი გარიგებაში შედიან უშუალოდ ერთმანეთთან და არა შპს-ის „გავლით“ ანუ მისი თანხების გამოყენებით) საერთოდ არ წარმოადგენს შპს-ის ოპერაციას. ის არ აისახება ფირმის ბუღალტერიაში.
ფიზიკური პირის მიერ წილის გასხვისება (გაყიდვა, გაჩუქება) დღგ-ით არ იბეგრება და არც საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება, რადგან ამ წილს მისი მესაკუთრე 2 წელზე მეტი ვადით ფლობდა. რაც შეეხება წილის მიმღები ფიზიკური პირის შესაძლო დაბეგვრას, აღნიშნული ოპერაცია არც მისთვის არის დასაბეგრი, რადგან ეს 55% წილი ბიძამ აჩუქა ძმისშვილს, რომელიც არის მისი II რიგის მემკვიდრე, სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად კი: „1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:…
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება“.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ პუნქტის მიხედვით:
„გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:…
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად _ და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...