Homeკითხვა-პასუხიღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე...

ღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე და მერე ჩემ მიერ იქნა დასმული 0.01 ლარად. ახლა მოხდა მისი დემონტაჟი და სავარაუდოდ ჯართია.

Published on

spot_img

კითხვა: ღვინის ქარხანაში 50-ტონიანი წყლის რეზერვუარი (ავზი) ბალანსზე არ იყო აღრიცხული თავის დროზე და მერე ჩემ მიერ იქნა დასმული 0.01 ლარად. ახლა მოხდა მისი დემონტაჟი და სავარაუდოდ ჯართია.
1) დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯი, სად გავუშვა? მსს ფასს-ით ვსარგებლობთ.
2) ჯართად აღიარება ასეთი გატარებებით შეიძლება?
დ-ტი 6199/ძს რეალიზაცია კ-ტი 2189/ავზი 0.01;
დ-ტი 2289/ავზის ცვეთა კ-ტი 6199 0.01;
დ-ტი 1694/ჯართი 8193 ჯართის საბაზრო ფასი.

პასუხი: 1) შესაძლებელია დასმული საკითხის სხვადასხვაგვარი გადაწყვეტა, იმისდა მიხედვით, თუ რა არის ამ დემონტაჟის მიზანი: ადგილის გათავისუფლება ახალი ძირითადი საშუალების დასამონტაჟებლად, გამოუყენებელი ძირითადი საშუალების გაყიდვა თუ უსარგებლო ძირითადი საშუალების ჩამოწერა ჯართად მისი გაყიდვის მიზნით. თუ პირველ ან მეორე გარემოებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ავზის დემონტაჟის ხარჯი – მიმდინარე პერიოდის არასაოპერაციო ხარჯია, ხოლო მიღებული მარაგის (ჯართის) თვითღირებულება იქნება 0-ის ტოლი.
თუ მესამე გარემოებასთან გვაქვს საქმე, მაშინ, რეზერვუარის დემონტაჟის ხარჯი მიეკუთვნება ამ დემონტაჟის შედეგად მიღებული ჯართის (როგორც მარაგის) თვითღირებულებას. მსს ფასს-ის 13.5 მუხლის თანახმად, „მარაგის თვითღირებულება მოიცავს: მის შეძენასა და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველანაირ დანახარჯს, ასევე ისეთ დანახარჯებს, რომლებიც გაწეულია მის მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად“.
შესაბამისად, მესამე გარემოების შემთხვევაში მიზანშეწონილად მივიჩნევთ დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯი ჩაითვალოს ჯართის თვითღირებულებად, მაგრამ თუ ეს თანხა გადააჭარბებს ჯართის ნეტო-სარეალიზაციო ღირებულებას, მაშინ აღრიცხვის დამკვიდრებული წესების მიხედვით, ჯართი უნდა აღირიცხოს ამ ორ სიდიდეს – თვითღირებულებასა და ნეტო-სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი რიცხვით.
2) როდესაც ხდება ძირითადი საშუალების გაყიდვა ან ჩამოწერა, ჩვენ მიერ რეკომენდებულია ტრანზიტული ფუნქციის მატარებელი 6199 ბუღალტრული ანგარიშის გამოყენება. ამ მხრივ, შენიშვნა არ გვაქვს, მაგრამ ჯართის საბაზრო ფასით აღიარებას მხარს არ ვუჭერთ, რადგან მსს ფასს-ის 13.4 მუხლის მიხედვით:
„13.4. საწარმომ მარაგი უნდა შეაფასოს თვითღირებულებასა და შეფასებით გასაყიდ ფასს შორის უმცირესი თანხით, რომელსაც გამოკლებული აქვს პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯები“.
შესაბამისად, ბუღალტრული გატარებები ასეთი იქნება:
დ-ტი 6199 კ-ტი 2189/ავზი 0.01,
დ-ტი 2289/ავზის ცვეთა კ-ტი 6199 0.01;
დ-ტი 8230 კ-ტი 3110 (ან 3131) X – თუ დემონტაჟის ხარჯებს ვაღიარებთ არასაოპერაციო ზარალად;
დ-ტი 1694/ჯართი კ-ტი 3110 (ან 3131) X, თუ დემონტაჟის ხარჯებს მივაკუთვნებთ ჯართის თვითღირებულებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...