Homeუცხოეთიოქროს ღირებულება კვლავ რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ღირებულება კვლავ რეკორდულად გაიზარდა

Published on

spot_img

23 იანვრის მონაცემებით, ძვირფასი ლითონების ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. ოქროს ღირებულება ბოლო ერთ თვეში დამატებით 10%-ით გაიზარდა და უნციამ (1 უნცია = 31.01გრ) 4,970 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში ოქრო 78%-ით გაძვირდა, ხოლო მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მატებამ 7.5%-ს მიაღწია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ოქროს ასეთი მკვეთრი გაძვირება გამოწვეულია გეოპოლიტიკური დაძაბულობით, სავაჭრო ომების შიშით და ინვესტორების „უსაფრთხო თავშესაფრის“ აქტივებზე გადართვით. ძვირფასი ლითონების გაძვირებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია აშშ-ის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებული ტარიფების საფრთხემ და გლობალური ფინანსური სისტემის მდგრადობის მიმართ არსებული ეჭვებმა.
გრენლანდიის ტარიფების კრიზისი. აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ტარიფების დაწესების საფრთხემ გამოიწვია ახალი სავაჭრო ომის შიში. ინვესტორებმა „უსაფრთხო აქტივებისკენ“ გადაინაცვლეს, რამაც ოქროს ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
გლობალური სავაჭრო დაძაბულობა. ტარიფების გარდა, ინვესტორები შიშობენ ახალი ეკონომიკური დაპირისპირებების გამო, რაც ზრდის მოთხოვნას „უსაფრთხო თავშესაფრის“ აქტივებზე, მათ შორის ოქროზე.
ფასის ისტორიული ზრდის გაგრძელება. 2025 წელს ოქროს ფასი 70%-ზე მეტით გაიზარდა. 2026 წლის დასაწყისში ეს ტენდენცია გაგრძელდა და 23 იანვარს სპოტ-ფასი, ანუ მომენტალური სარეალიზაციო ღირებულება $4,970-მდე ავიდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.
ოქროს გაძვირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ინვესტორები აღარ ცდილობენ კაპიტალის მხოლოდ კონკრეტულ მოვლენებზე დაზღვევას (მაგ. არჩევნებზე), არამედ უფრო ფართო და ხანგრძლივ რისკებზე კონცენტრირდებიან და მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია საბიუჯეტო პოლიტიკის მდგრადობა, გლობალური ფინანსური სტაბილურობა.
შექმნილ ვითარებაში ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში ოქროს ღირებულებამ შესაძლოა $5,000-ს გადააჭარბოს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.