Homeუცხოეთიევროკავშირსა და ილონ მასკს შორის $140-მილიონიან ჯარიმაზე დავა გრძელდება

ევროკავშირსა და ილონ მასკს შორის $140-მილიონიან ჯარიმაზე დავა გრძელდება

Published on

spot_img

გასული წლის დეკემბერში დაჯარიმებული სოციალური მედიის პლატფორმა X (ყოფილი Twitter)სამართლებრივ დავას აგრძელებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კუთვნილი კომპანიაევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ – ევროკომისიამ 120 მილიონი ევროთი (დაახლოებით $140 მილიონი)დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ჯარიმაა, რომელიც ევროპის კომისიამ ციფრული სერვისების აქტის (Digital Services Act)მიღების (2024 wlis Tebervali) შემდეგ გამოწერა.
ამერიკული კომპანია X-ის დაჯარიმების საფუძვლად ევროკომისიამ Digital Services Act-ის დარღვევა დაასახელა. დარღვევის მიზეზად მითითებულია, რომ X-მა ვერ შეასრულა გამჭვირვალობისა და Deceptive design (ინტერფეისში შეგნებულად ჩაშენებული ისეთი დიზაინი, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს და აიძულებს გააკეთოს ისეთი ქმედება, რასაც სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა) ვალდებულებები Digital Services Act-ის ფარგლებში.
ძირითადი ბრალდებებიმოიცავს შემდეგ პუნქტებს:
„ლურჯი მონიშვნის“ სისტემა. ლურჯი მონიშვნა (blue checkmark) რომელიც ადრე ოფიციალურად ვერიფიცირებულ ანგარიშს ნიშნავდა, ანუ ნამდვილად ეკუთვნოდა იმ პირს/ორგანიზაციას, ვისაც წარმოადგენდა.ილონ მასკის მმართველობის შემდეგ, მონიშვნის ყიდვა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო.ევროკავშირის შეფასებით ამ ცვლილებამ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა – მომხმარებლები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მონიშნული ანგარიში სანდოა, მაშინ როცა ის უბრალოდ შეძენილია.
რეკლამის გამჭვირვალობა. DSA-ს მოთხოვნა: ყველა დიდ ონლაინ-პლატფორმას უნდა ჰქონდეს საჯარო რეკლამის არქივი, სადაც ჩანს ვინ არის რეკლამის დამკვეთი, რა თანხა იხარჯება და ვისზეა მიზნობრივი რეკლამა. ევროკომისიის მტკიცებით, X-მა ვერ უზრუნველყო საკმარისი „სარეკლამო გამჭვირვალობა“, რის გამოც მომხმარებლები და მარეგულირებლები ვერ ხედავდნენ რეკლამის სრული დეტალებს.
მონაცემებზე წვდომა მკვლევრებისთვის. DSA-ს მოთხოვნა: აკადემიურ და დამოუკიდებელ მკვლევრებს უნდა ჰქონდეთ მონაცემებზე წვდომა, რათა შეისწავლონ პლატფორმის გავლენა საზოგადოებაზე (მაგ. დეზინფორმაცია, პოლიტიკური რეკლამა). ევროკომისიის მტკიცებით, X-მა შეზღუდა მონაცემებზე წვდომა, რაც არღვევს გამჭვირვალობის ვალდებულებას.
დაჯარიმების შემდეგ X-ს მიეცა 60 სამუშაო დღე, რათა კომისიას აცნობოს კონკრეტული ზომების შესახებ, რომლებსაც მიიღებს DSA-ის 25(1) მუხლის დარღვევის აღმოსაფხვრელად, რაც „ლურჯი ნიშნის“ მოტყუებით გამოყენებას უკავშირდება.
X-ს ასევე მისცეს 90 სამუშაო დღე, რათა კომისიას წარუდგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება საჭირო ზომები DSA-ის 39-ე და 40(12)-ე მუხლების დარღვევების აღმოსაფხვრელად. ეს მუხლები ეხება რეკლამის მონაცემთა საცავს და მკვლევრებისთვის საჯარო მონაცემებზე წვდომას. ციფრული სერვისების საბჭოს ექნება ერთი თვე X-ის სამოქმედო გეგმის მიღებიდან, რათა საკუთარი მოსაზრება წარმოადგინოს. კომისიას ექნება დამატებით ერთი თვე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და გონივრული განხორციელების ვადის დასადგენად.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიის ვერდიქტი გახდა ცნობილი, ილონ მასკმა ჯარიმა „ცენზურად“ მიიჩნია. მასკმა X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა „ეს გიჟური ჯარიმა არა მხოლოდ X-ს, არამედ პირადად მასაც დააკისრა, რაც კიდევ უფრო აბსურდულია“.
რამდენიმე დღეში მან კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა: „ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და სუვერენიტეტი დაუბრუნდეს ცალკეულ ქვეყნებს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ საკუთარი ხალხი“.
აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, კრიტიკულად გამოეხმაურნენ ევროკავშირის ნაბიჯს, რაც დავას საერთაშორისო დაძაბულობის ელემენტს მატებს.
„ევროპა ძალიან ცუდ მიმართულებებში მიდის. ძალიან ცუდი, ძალიან ცუდია ხალხისთვის. ის ჯარიმა, რომელიც ილონ მასკის X-ს დააკისრეს, საზიზღარია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამჟამად X-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობს ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლო სისტემაში (General Court of the European Union). პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება მოსალოდნელია რამდენიმე წელიწადში, სავარაუდოდ 2027-2028 წლებში.ევროკავშირის სასამართლოებში მსგავსი საქმეები საშუალოდ 2-3 წელი გრძელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და რეგულაციებს.
რაც შეეხება დავის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტებს, შემდეგია:
X-ს მოუწევს გადაიხადოს სრული თანხა – 120 მილიონი ევრო / 140 მილიონი დოლარი;
სასამართლომ შეიძლება შეამციროს ჯარიმის ოდენობა ან გააუქმოს იგი, თუ დარღვევები არასაკმარისად დამტკიცდება;
X-ს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში (Court of Justice of the EU), რაც პროცესს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.