Homeუცხოეთი2026 წელს გლობალური ეკონომიკა 3.3%-ით გაიზრდება, კავკასიის რეგიონში ლიდერი სომხეთია - IMF

2026 წელს გლობალური ეკონომიკა 3.3%-ით გაიზრდება, კავკასიის რეგიონში ლიდერი სომხეთია – IMF

Published on

spot_img

19 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2026 წლის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა 2026 წელს 3.3%-ით გაიზრდება, თუმცა რეგიონებს შორის განსხვავებები მკვეთრად ჩანს. აშშ და აზიის წამყვანი ეკონომიკები ზრდას ინარჩუნებენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში პროგნოზები უფრო ფრთხილია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში World Economic Outlook Update 2026 წლისთვის პროგნოზირებს 3.3%-იან ზრდას, ხოლო 2027 წელს – 3.2%-ია მოსალოდნელი. ზრდას ხელს უწყობს ტექნოლოგიაში ინვესტიციები, ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერა, კერძო სექტორის ადაპტაცია. ძირითადი რისკებია გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ტექნოლოგიური მოლოდინების გადაფასება.
წამყვანი ეკონომიკების პროგნოზი შემდეგია: აშშ-ში ეკონომიკის ზრდა პროგნოზირებულია 2.5%-ის ფარგლებში, თუმცა ინფლაციის მიზნობრივ დონესთან დაბრუნება უფრო ნელა მოხდება.
ევროზონაში ეკონომიკა დაახლოებით 1.7%-ით გაიზრდება, განსაკუთრებული გამოწვევები აქვს იტალიას და გერმანიას, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოება და მაღალი ვალი პრობლემად რჩება.
ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წელს 4.5%-ია. შესაბამისად, ჩინეთი კვლავ რჩება გლობალური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.
ინდოეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მქონე ეკონომიკად რჩება და წელს მისი ზრდა 6%-ს გადააჭარბებს, რაც ქვეყანას მსოფლიო ეკონომიკის წამყვან მოთამაშედ აქცევს.
კიდევ ერთი დიდი ეკონომიკის მქონე იაპონიაში ზრდა შედარებით დაბალია – 1.2%, თუმცა სტაბილური.
რაც შეეხება 4 წლის წინ სრულმასშტაბიანი ომის გამჩაღებელი რუსეთის ეკონომიკას, IMF-ის პროგნოზით 2026 წელს 0.8%-იანი ზრდა ელის. ეკონომიკა კვლავ შეზღუდულია სანქციებით, ინვესტიციების ნაკლებობით და ენერგეტიკულ ბაზრებზე დამოკიდებულებით.
რუსეთისგან თავდაცვით ომში მყოფ უკრაინაში შედარებით უკეთესი ზრდის მოლოდინია. მიუხედავად ომის შედეგებისა, პროგნოზი 2%-ის ფარგლებშია, რაც საერთაშორისო დახმარებასა და აღდგენის პროექტებზეა დამოკიდებული.
რეგიონის უმნიშვნელოვანესი მოთამაშის – თურქეთის ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალია და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობა კრიტიკულ როლს თამაშობს.
რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, ეკონომიკის ზრდის პროგნოზით, ლიდერი სომხეთია. მისი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.2% იქნება, თუმცა, IMF აღნიშნავს, რომ ბევრი იქნება დამოკიდებულია რეგიონულ სტაბილურობაზე და ენერგეტიკულ ბაზრებზე.
შემდეგ ადგილზეა საქართველო, IMF ჩვენს ქვეყანაში პროგნოზირებს 4%-იან ზრდას, რასაც ხელს უწყობს ტურიზმი, ტრანზიტული ფუნქცია და საინვესტიციო პროექტები.
აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს სავარაუდოდ 3.5%-ით გაიზრდება. IMF აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერად არის ენერგეტიკულ სექტორზე დამოკიდებული, თუმცა, მნიშვნელოვნად ცდილობს, რომ მოახდინოს დივერსიფიკაცია.
IMF-ის პროგნოზი აჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2026 წელს სტაბილურია, მაგრამ რეგიონული განსხვავებები მკვეთრია. აშშ და აზია ზრდას ინარჩუნებენ, ხოლო რუსეთის ეკონომიკის ზრდა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. კავკასიის ქვეყნები და თურქეთი ზომიერად პოზიტიურ სურათს წარმოაჩენენ, თუმცა, გეოპოლიტიკური რისკები და ინფლაციური წნეხი კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.