Homeკითხვა-პასუხიე.წ. დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ მომუშავე კომპანიები (შპს-ები) არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. კერძოდ, მშობელი...

ე.წ. დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ მომუშავე კომპანიები (შპს-ები) არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. კერძოდ, მშობელი კომპანია შვილობილ კომპანიაში ფლობს 90%-იან წილს, რომელიც თანხობრივად შევსებულია ეტაპობრივად.

Published on

spot_img

კითხვა: ე.წ. დაბეგვრის „ესტონური მოდელით“ მომუშავე კომპანიები (შპს-ები) არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. კერძოდ, მშობელი კომპანია შვილობილ კომპანიაში ფლობს 90%-იან წილს, რომელიც თანხობრივად შევსებულია ეტაპობრივად. მშობელ კომპანიას წარმოეშვა დებიტორული დავალიანება შვილობილი კომპანიის მიმართ, რომლის დაფარვაც ფინანსური სირთულეების გამო ვერ ხერხდება. მიღებულია გადაწყვეტილება შვილობილ კომპანიაში განთავსებული კაპიტალის შემცირების გზით მოხდეს ვალდებულებების ურთიერთჩათვლა (გადახურვა), რაც შესაბამისად გატარდება სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, შვილობილ კომპანიაში ფიქსირდება გაუნაწილებელი მოგებაც შედარებით ნაკლები ღირებულებით, რაც დებიტორული დავალიანება ან კაპიტალის ღირებულებაა.
გთხოვთ გვიპასუხოთ, კაპიტალის შემცირების და მოგების განაწილების გზით ურთიერთვალდებულების გადაფარვა ხომ არ წარმოშობს რაიმე საგადასახადო რისკს?

პასუხი: შვილობილ კომპანიაში განთავსებული კაპიტალის შემცირება (როდესაც დამფუძნებელ პარტნიორს კაპიტალში შენატანი ფაქტობრივად განხორციელებული აქვს) წარმოშობს შვილობილი კომპანიის ვალდებულებას დამფუძნებლის წინაშე. თუ დამფუძნებელს თავის მხრივ აქვს მოთხოვნა შვილობილი კომპანიის მიმართ, მხარეთა შეთანხმებით მათ შორის არსებული ეს მოთხოვნა-ვალდებულებები შეიძლება „გადაიხუროს“, ანუ მოხდეს ურთიერთჩათვლა. ეს არ წარმოშობს მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტს.
მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების გამო, შესაძლოა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სამსჯელო იყოს, შინაარსობრივად ხომ არ ხდება არა კაპიტალის შემცირება, არამედ შვილობილი კომპანიიდან მოგების გატანა ამ ფორმით, იმ ნაწილში, რა ნაწილისთვის არის გაუნაწილებელი მოგება საკმარისი. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, მოგების გადასახადით დასაბეგრი რისკი არ არსებობს (გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ნაწილდება 2017 წლამდე მიღებული მოგება), რადგან ორივე კომპანია დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...