Homeკითხვა-პასუხიშევიძინეთ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე შპს-ის 100% წილი. შპს არის ფუნქციონირებადი სასტუმრო,...

შევიძინეთ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე შპს-ის 100% წილი. შპს არის ფუნქციონირებადი სასტუმრო, რომელიც ასევე ყიდის აპარტამენტებს. აღნიშნულ შპს-ს უკვე მე-6 წელია, რაც აქვს ეს სტატუსი. პირველად გვაქვს შეხება…

Published on

spot_img

კითხვა: 1) შევიძინეთ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე შპს-ის 100% წილი. შპს არის ფუნქციონირებადი სასტუმრო, რომელიც ასევე ყიდის აპარტამენტებს. აღნიშნულ შპს-ს უკვე მე-6 წელია, რაც აქვს ეს სტატუსი. პირველად გვაქვს შეხება ტურისტული საწარმოს სტატუსთან. აღნიშნული შპს ის ბუღალტრული აღრიცხვის სწორად საწარმოებლად და გადასახადების სწორად გასაანგარიშებლად საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ასევე სხვა რა ნორმატიული დოკუმენტები (კანონები, ბრძანებები, დადგენილებები) გავითვალისწინოთ?

2) ასევე, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სასტუმრო ნომრის ერთერთმა მესაკუთრემ გააუქმაუკან მიღებისხელშეკრულება შპსსთან. ეს ფაქტი წარმოშობს რაიმე გადასახადს შპსისთვის?

პასუხი: 1) საქართველოს საგადასახადო კოდექსში ტურისტული საწარმოს ცნებას და მასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათებს ეძღვნება რამდენიმე მუხლი, რომლიდანაც უმთავრესია მუხლი 26(1) „ტურისტული საწარმო“:

„1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.

2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:

) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად;

) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 172- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტით განსაზღვრული დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებულ თანხაზე ნაკლები.

3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 172- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტით განსაზღვრული დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 1.18-ზე გაყოფის შედეგად მიღებული თანხის 18 პროცენტს.

4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა“.

გარდა ამისა, ტურისტულ საწარმოს შეეხება შემდეგი დებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

სსკ 82-ე მუხლის 1-„ჯ“ პუნქტი:

სსკ 98(3) მუხლის 3-„გ“ პუნქტი;

სსკ მე-100 მუხლის 4-„კ“ პუნქტი;

სსკ 133(2) მუხლი „ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირის შემოსავლის დაბეგვრა“:

„1. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ არ დაიბეგრება“;

სსკ 143-ე მუხლის მე-10 ნაწილი;

სსკ 154-ე მუხლის 1-„ო“ პუნქტი;

სსკ 160-ე მუხლის 3-„ზ“ პუნქტი:

„3. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:…

) ტურისტული საწარმოს სტატუსის მოქმედების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა“;

სსკ 163-ე მუხლის 3-„გ“ პუნქტი;

სსკ 164-ე მუხლის 2-„გ“ პუნქტი;

სსკ 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ და „ღ“ პუნქტები:

„4. დღგისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:…

) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებ0ა ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე თავისუფლდება დღგისგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების საფუძველი. ამ შემთხვევაში ტურისტულ საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179- მუხლით დადგენილი წესით;

) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის ან ამ ობიექტის ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის მესაკუთრისთვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევა“.

გარდა ზემოაღნიშნული დებულებებისა, ფრიად საყურადღებო დოკუმენტია „პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი“, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №279 დადგენილებით. ამ წესის 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად:

) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტის მიზნებისთვის ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდება და ამ ქონებაზე (სასტუმროს აქტივებზე/მათ ნაწილზე) მისი სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების მიზნით, სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) გაფორმება, მიიჩნევა ტურისტული საწარმოს მიერ ამ ქონების უკან მიღებად, მიუხედავად ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასყიდლიანი ხელშეკრულების ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა“.

(შენიშვნა: ამ აბზაცში ნახსენები სსკ 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ახლანდელ რედაქციაში შეესაბამება 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტს).

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი:

სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:

) შენობის მთლიანი ფართობის არანაკლებ 30 პროცენტისა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად. ფართობის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად გამიზნულობა ნიშნავს, რომ დადგენილი ფართობის ოდენობა სამშენებლო დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს სასტუმროს ნომრებად/აპარტამენტებად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა ვრცელდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე“.

2) „უკან მიღების“ ხელშეკრულების გაუქმება ტურისტული საწარმოსთვის წარმოშობს დღგ-ით დასაბეგრი ობიექტს. ვინაიდან სსკ 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ პუნქტით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების ან ამ აქტივების ნაწილის სხვა პირისთვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით“, ამიტომ „უკან მიღების“ გაუქმება სასტუმროს ნომრის მესაკუთრის მხრიდან (მანამდე, სანამ ტურისტულ საწარმოს არ აქვს სრულად შესრულებული სსკ 26(1) მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება) წარმოადგენს ტურისტული საწარმოსთვის დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების (საგადასახადო შეღავათით სარგებლობის გაუქმების) საფუძველს და მან დღგ-ით უნდა დაბეგროს სასტუმროს ნომრის ამ მესაკუთრისთვის დაბრუნება (ცხადია, აქ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ტურისტულმა საწარმომ ისარგებლა ამ შეღავათით ამ მესაკუთრეზე ქონების მიწოდების დროს).

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ „უკან მიღების“ ხელშეკრულების გაუქმებამ არ უნდა გამოიწვიოს ზემოაღნიშნული 279-ე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრული ტურისტული საწარმოს ვალდებულების დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულება დაირღვა, მაშინ, სავარაუდოდ, ტურისტულ საწარმოს გაუუქმებენ მის სტატუსს.

სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

სხვა კითხვები

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა?

კითხვა: ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა?...

სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

კითხვა: სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

რა ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების მოსახლე პირებისა და საწარმოების მიმართ არსებულ საგადასახადო შეღავათებში?

კითხვა: რა ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიანი რეგიონების მოსახლე პირებისა და საწარმოების...