Homeკითხვა-პასუხისააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა...

სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

Published on

spot_img

კითხვა: სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

პასუხი: მაღალი ალბათობით, დასრულებული სასამართლო დავა ეხებოდა კომპანიისა და მისი ყოფილი თანამშრომლის შრომით ურთიერთობებს, ან მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ასეთ შემთხვევაში, ყოფილი თანამშრომლისთვის გადახდილი თანხა კომპანიამ გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგროს 20% საშემოსავლო გადასახადით, ასევე სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც, თუ ეს პირი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეა. ეს გამომდინარეობს სსკ 101-ე მუხლიდან, რომლის 1-ლ ნაწილში აღნიშნულია:
„1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი“…

სხვა „საინტერესო კითხვების“ ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...