Homeკითხვა-პასუხისაქართველოში დაფუძნებული შპს უწევს იურიდიულ მომსახურებას კვიპროსში დაფუძნებულ იურიდიულ პირს. საქმე არ...

საქართველოში დაფუძნებული შპს უწევს იურიდიულ მომსახურებას კვიპროსში დაფუძნებულ იურიდიულ პირს. საქმე არ ეხება უძრავ ქონებას და ასევე კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მაგრამ ამ ორივე კომპანიის – როგორც ქართულის, ასევე უცხოურის დამფუძნებელი არის ერთი და იგივე საქართველოს მოქალაქე.დაბეგვრის რა ვალდებულებებს გამოიწვევს ეს მომსახურება?

Published on

spot_img

კითხვა: საქართველოში დაფუძნებული შპს უწევს იურიდიულ მომსახურებას კვიპროსში დაფუძნებულ იურიდიულ პირს. საქმე არ ეხება უძრავ ქონებას და ასევე კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მაგრამ ამ ორივე კომპანიის – როგორც ქართულის, ასევე უცხოურის დამფუძნებელი არის ერთი და იგივე საქართველოს მოქალაქე.
დაბეგვრის რა ვალდებულებებს გამოიწვევს ეს მომსახურება?

პასუხი: სახეზეა მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება. ზოგადად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ოპერაციებმა კი შეიძლება წარმოშვას დამატებით დასაბეგრი ოპერაციები როგორც დღგ-ში, ასევე მოგების გადასახადში, რადგან გარიგებები განხორციელებული უნდა იყოს საბაზრო ფასით.
დღგ-ის მიზნებისთვის, ამ საკითხს არეგულირებს სსკ 164-ე მუხლის მე-7 ნაწილი. ეს შინაარსობრივად კი გავრცელდება ამ გარიგებაზე, თუ გაწეული მომსახურების ფასი საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებია, მაგრამ რადგან ეს მომსახურება დღგ-ით არ იბეგრება (სსკ 1621 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ის გაწეულია არარეზიდენტი დასაბეგრი პირისთვის, რომელსაც აქ არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში), დღგ-ში დამატებით არაფერი წარმოიშობა.
სხვაგვარად არის საქმე მოგების გადასახადის შემთხვევაში. თუ გაწეული მომსახურების ფასი საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებია, მაშინ სხვაობა ჩაითვლება მოგების განაწილებად და დაიბეგრება შესაბამისად. ეს გამომდინარეობს ერთი მხრივ სსკ 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ პუნქტიდან, მეორე მხრივ კი ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ბ“ პუნქტიდან, რადგან მხარეები ურთიერთდამოკიდებულები არიან (და თან, ერთ-ერთი მათგანი კვიპროსის – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია):
„4. მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;
ბ) კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით“.
თუ საქართველოს რეზიდენტი შპს-ის მიერ არარეზიდენტი პირისთვის გაწეული მომსახურების ფასი საბაზრო ფასზე უფრო მეტია, მაშინ მოგების გადასახადით დამატებით (ფასთა სხვაობის გამო) დასაბეგრი ობიექტი არ წარმოიშობა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...