Homeკითხვა-პასუხივართ „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს – ზღვის სანაპიროზე არსებული სასტუმრო, ვმუშაობთ სრული...

ვართ „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს – ზღვის სანაპიროზე არსებული სასტუმრო, ვმუშაობთ სრული ფასს-ების გამოყენებით. ჩვენს ტერიტორიაზე გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა რესტორანი.წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რესტორნებში სტუმრებისაგან ფულის ე.წ. „ქეშის“ სახით მიღებისას წარმოიქმნებოდა პრობლემები ფულის აღრიცხვაში

Published on

spot_img

კითხვა: ვართ „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს – ზღვის სანაპიროზე არსებული სასტუმრო, ვმუშაობთ სრული ფასს-ების გამოყენებით. ჩვენს ტერიტორიაზე გვაქვს რამდენიმე სხვადასხვა რესტორანი.
წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რესტორნებში სტუმრებისაგან ფულის ე.წ. „ქეშის“ სახით მიღებისას წარმოიქმნებოდა პრობლემები ფულის აღრიცხვაში, მაგალითად ხდებოდა ფულის დანაკლისები. ამის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრების მიერ გამოყენებიდან, შესაბამისად ჩვენი რესტორნებიდანაც, როგორმე ამოგვეღო „ქეში“ ფულის ბრუნვა. გარდა ამისა, სტუმრების მიერ ზღვის სანაპიროზე ისედაც მოუხერხებელია ნაღდი ფულის თან ქონა. ამიტომ სტუმრებს ვთავაზობთ ასეთ ალტერნატივას: ვაძლევთ სპეციალურ სამაჯურებს, რომლებსაც აქვთ ელექტრონული ინფორმაციის ტარების საშუალება და ამ სამაჯურით შესაძლებელია ზღვაში ბანაობაც. ამ სამაჯურის მეხსიერებაში დაიტანება სტუმრის მონაცემები და იმ თანხის ოდენობაც, რამდენიც უნდა მას რომ თან ჰქონდეს გამოსაყენებლად სასტუმროს ტერიტორიაზე. აღნიშნულ თანხას კი გადაიხდის რესეფშენში ან სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე წინასწარ. რამდენსაც გადაიხდის ამ მიზნით, იმდენივე თანხას ვირტუალურად „დაუსვამენ“ ამ სამაჯურზე. ცხადია, ამ სამაჯურზე არსებულ თანხას სტუმარი ჩვენი სასტუმროს ტერიტორიის გარდა სხვაგან ვერ გამოიყენებს, რადგან სამაჯურის ელექტრონული სისტემა მიბმულია მხოლოდ ჩვენს საოპერაციო სისტემასთან.

რესტორანში შესულ სტუმრებს გამასპინძლების შემდგომ ხშირად უჩნდებათ სურვილი, რომ ჩვენს მიმტანებს დაუტოვონ ე.წ. „თიფი“ (სამადლობელი). თუმცა, რადგან სტუმრებს თან აღარ აქვთ ნაღდი ფული, ამიტომ ისინი ამ თიფებსაც ტოვებენ აღნიშნული სამაჯურების გამოყენებით. ეს ხდება შემდეგნაირად: სტუმარი ჯერ იხდის რესტორნის თანხას, ამისათვის დაადებს სამაჯურს ჩვენს ტერმინალს, შემდეგ მიმტანი ცალკე უთითებს თიფის თანხას და სტუმარი მეორედ დაადებს სამაჯურს ტერმინალს. ტექნიკურად ეს შესაძლებელი გახდა 2020 და 2021 წლებში, როდესაც „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი ბანკმა“ დანერგეს აღნიშნული ფუნქცია თავიანთ ტერმინალებზე. ორივე ეს თანხა აისახება ჩვენი კომპანიის ანგარიშზე, ოღონდ სხვადასხვა დანიშნულებით (შინაარსით). ანუ, ყველა ასეთი გადახდის შემდეგ ჩვენ გვაქვს სამი ჩეკი, რომლიდანაც ერთი არის თვითონ რესტორნის პროგრამის ჩეკი, ამოღებული სარესტორნე პროგრამიდან, რომელსაც დამატებით აწერია ასევე მიმტანის სახელი და გვარი და მიმტანის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რადგან ტერმინალები განაწილებულია მიმტანებზე და ყველას აქვს თავისი. მაგალითად, სარესტორნე პროგრამის ჩეკზე წერია რესტორნისთვის გადასახდელი თანხა 200 ლარი, მიმტანის თიფი 20 ლარი. შემდგომ სტუმარი იხდის 200 ლარს ცალკე და 20 ლარს ცალკე, შესაბამისად გვაქვს კიდევ საბანკო ტერმინალის ორი ჩეკი.

დღის ბოლოს ყველა მიმტანმა იცის თავისი თიფი, თუ რამდენი დაუტოვეს დღის მანძილზე. იგივე თანხები ვიცით ჩვენც, რადგან ეს აღრიცხულია ჩვენს საოპერაციო პროგრამაში. თვის ბოლოს თავიანთ კუთვნილ თანხებს, რომლებიც დაუგროვდათ მათ თვის მანძილზე, ვურიცხავთ სრულად ჩვენს მიმტანებს.

რამე გადასახადებს ხომ არ წარმოქმნის ჩვენი სასტუმროსთვის ზემოთ მოყვანილი ოპერაციები?

პასუხი: უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ ე.წ. „თიფი/ჩაის“ წესით გადახდილი თანხები არ წარმოადგენს რესტორნის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების საფასურს და შესაბამისად, არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. მსგავს საკითხზე არსებობს შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება…

სრულად პასუხის ნახვა შეგიძლიათ ააფ-ინფო კონსულტანტის საიტზე 

(რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის)

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...

სხვა კითხვები

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა?

კითხვა: ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა?...

სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?

კითხვა: სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპანიამ 50000 ლარი გადაუხადა ყოფილ თანამშრომელს. ეს უნდა დავბეგროთ?