Homeკითხვა-პასუხიჩვენმა კომპანიამ ვებგვერდის შექმნისთვის რუსულ კომპანიას გადაუხადა რუბლები. კონტრაქტი არ გვაქვს, საიტი...

ჩვენმა კომპანიამ ვებგვერდის შექმნისთვის რუსულ კომპანიას გადაუხადა რუბლები. კონტრაქტი არ გვაქვს, საიტი დამზადებულია რაღაც საქონლის გაყიდვებისთვის.ეს გადახდა არარეზიდენტის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან უნდა დავბეგროთ?

Published on

spot_img

კითხვა: ჩვენმა კომპანიამ ვებგვერდის შექმნისთვის რუსულ კომპანიას გადაუხადა რუბლები. კონტრაქტი არ გვაქვს, საიტი დამზადებულია რაღაც საქონლის გაყიდვებისთვის.
ეს გადახდა არარეზიდენტის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან უნდა დავბეგროთ?

პასუხი: საქართველოს კომპანიის ინდივიდუალური დაკვეთით ვებგვერდის დამზადება რუსული კომპანიის მიერ (რომელსაც არ აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში) დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის წარმოადგენს საქართველოში გაწეულ მომსახურებას, სსკ 162(1) მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის უნდა დაიბეგროს სამუშაოს დასრულების თვეში (ან უფრო ადრე, თუ არარეზიდენტი კომპანიისთვის თანხები გადახდილია ავანსის სახით) უკუდაბეგვრის დღგ-ით, სსკ 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად.
არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხის გადასაწყვეტად, უნდა შევაფასოთ, რა სახის გადახდასთან გვაქვს საქმე. როგორც დასმული კითხვიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რუსულმა კომპანიამ საქართველოს კომპანიის დაკვეთით დაამზადა კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა (ვებგვერდი), ანუ შეასრულა დამკვეთის დავალება, რის შედეგადაც შეიქმმა ამ დამკვეთის კუთვნილი პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში, ეს შემოსავალი საგადასახადო მიზნით არ აკმაყოფილებს როიალტის განმარტებას (აქ შევნიშნავთ, რომ როიალტი მუდამ არის ცალკე თავად განმარტებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებებში, რომლებიც უფრო მაღლა მდგომი დოკუმენტებია, ვიდრე საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის წლების წინ გაფორმებული ასეთი ხელშეკრულება არ არის სამართლებრივად მოქმედი ანუ ძალაში შესული), რომელიც მოცემულია სსკ მე-8 მუხლის „ბ“ პუნქტში. ამიტომ ამ მომსახურებისთვის გადახდილი საზღაური არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით (მიუხედავად იმისა, რომ საზღაურს იხდის საქართველოს რეზიდენტი კომპანია). ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამ მომსახურებას არ ესადაგება არც სსკ 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ.თ“ პუნქტი: „მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება“, და არც ამ მუხლის რომელიმე სხვა პუნქტი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა კითხვები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო…

კითხვა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება...

თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471 ანგარიშს (ხარჯები კონვერტაციიდან) პლუსით ან მინუსით და…

კითხვა: თანხის კონვერტაციისას (როგორც საბანკო, ასევე სავალუტო ჯიხურში და სპეციალური ვებგვერდების მეშვეობით) ვიყენებთ 7471...

შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს. შპს...

კითხვა: შპს С-ს ჰყავს ორი დამფუძნებელი საწარმო, შპს A და შპს B. შპს A ფლობს 52% წილს შპს C-ში, ხოლო შპს B – 48%-ს...