Homeუცხოეთიენერგეტიკული ბაზარი მოლოდინის რეჟიმში: ბოლო დღეებში ფასები „დამშვიდდა“

ენერგეტიკული ბაზარი მოლოდინის რეჟიმში: ბოლო დღეებში ფასები „დამშვიდდა“

Published on

spot_img

მსოფლიო ნავთობის და ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის გასული კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. კვირის განმავლობაში Brent-ის ფასი ჯერ 105 აშშ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 114-ს მიაღწია და საბოლოოდ 100-102 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა.

ნავთობის მიწოდების შეფერხება მკვეთრ გაძვირებას იწვევს, რაც შემდეგ მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახება. საწვავის ფასების დასტაბილურებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ „დიდი შვიდეულის“ თუ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების ლიდერები.   

სამშაბათს, 17 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია კატარის Ras Laffan-ის სამრეწველო ზონაზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ეს ჰაბი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი არტერიაა. მიყენებული ზიანის გამო, კატარმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ექსპორტის 17% დროებით შეჩერებულია. იმავე დღეს ევროპულ ბირჟებზე ბუნებრივი აირის ფასი მომენტალურად 12%-ით გაიზარდა.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს – 18-19 მარტს, ირანისა და ისრაელის მიერ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების გაგრძელების ფონზე, ნავთობის ბაზარზე პანიკა დაიწყო. 18 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და კვირის დასაწყისთან შედარებით 8,9%-ით გაძვირდა. 19 მარტს საერთაშორისო ბაზრებზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

პარასკევს, 20 მარტს, „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრებმა საგანგებო ვირტუალური შეხვედრა გამართეს. მათ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ მზად იყვნენ ბაზარზე სტრატეგიული რეზერვების ინტერვენციისთვის. ამ განცხადებამ ბაზარზე „დამშვიდების“ ეფექტი მოახდინა და ფასების ზრდა შეაჩერა.

შაბათს, 21 მარტს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA), რომელიც 32 წევრ ქვეყანას აერთიანებს, მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება ბაზარზე 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოტანის შესახებ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მიწოდების იმ დეფიციტის შევსებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანებამ გამოიწვია.

ორშაბათიდან, 23 მარტიდან, ბაზარმა დასტაბილურება დაიწყო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გახდა დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც წინა დღეს გამოცხადებული ულტიმატუმი გადაავადა. შაბათს ტრამპი ირანის ელექტროსადგურების „განადგურებით“ იმუქრებოდა ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ორშაბათს მან 5-დღიანი პაუზა გამოაცხადა. ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ-სა და ირანს შორის გაიმართა „ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები“ კონფლიქტის სრული მოგვარების შესახებ. ამ განცხადების შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, რომელიც მანამდე 114 დოლარამდე იყო ასული, მკვეთრად, დაახლოებით 10-13%-ით შემცირდა და 100-102 დოლარის ფარგლებში ჩამოვიდა. ინვესტორებმა ეს ნაბიჯი დეესკალაციის იმედად აღიქვეს, რამაც საფონდო ინდექსების, მაგალითად, S&P 500-ის ზრდაც გამოიწვია.

24 მარტსბაზარი „მოლოდინის რეჟიმში“ გადავიდა. ყურადღება გადატანილია დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რათა მოხერხდეს კონფლიქტის შემდგომი გაფართოების თავიდან აცილება და შედეგად, ნავთობპროდუქტების ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნოს.

ამ მოვლენების ფონზე, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ თუ სიტუაცია აპრილის დასაწყისამდე არ განიმუხტა, საწვავის სამომხმარებლო ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სხვა სტატიები

Wilson-ის ევოლუცია – სპორტული იმპერია ჩიკაგოდან

ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.

სავაჭრო ომის მორიგი სერია – შეერთებულმა შტატებმა ჩინურ ტექნოლოგიებს ახალი სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.

გარიგება პუტინთან – რამ გამოიწვია აშშ-ის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება

მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.