HomeუცხოეთიAmazon Leo: სატელიტური ინტერნეტის ახალი მოთამაშე მალე გამოჩნდება

Amazon Leo: სატელიტური ინტერნეტის ახალი მოთამაშე მალე გამოჩნდება

Published on

spot_img

Amazon-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ილონ მასკის Starlink-ის კონკურენტი Amazon Leo 2026 წლის შუა პერიოდში ამოქმედდება. აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ აქციონერებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ კომპანია „Leo-ს გაშვების ზღვარზეა“ და უკვე მიღებული აქვს შემოსავლების გარანტიები საწარმოებისა და მთავრობებისგან.

პროექტი თავდაპირველად 2019 წელს Project Kuiper-ის სახელით დაიწყო. დღეს Amazon-ის თანამგზავრები დედამიწის დაბალ ორბიტაზე უკვე 200 ერთეულს შეადგენს, ხოლო ჯასის თქმით, მომდევნო წლებში მათ „კიდევ რამდენიმე ათასი“ დაემატება.

მიუხედავად ამისა, Leo საგრძნობლად ჩამორჩება SpaceX-ის Starlink-ს, რომელსაც უკვე თითქმის 10 000 თანამგზავრი ჰყავს და მომავალში 42 000-მდე აპარატის განთავსებას გეგმავს.

ჯასის განცხადებით, Delta Air Lines-მა Leo-ს თავის მომავალ ბორტგარეშე Wi-Fi პროვაიდერად დაასახელა და 2028 წლიდან მას 500 თვითმფრინავზე გამოიყენებს. Delta შეუერთდება სხვა მომხმარებლებს, როგორებიც არიან JetBlue, AT&T, Vodafone, DIRECTV Latin America, ავსტრალიის ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელი, NASA და სხვები.

Amazon-ის გეგმებს აფერხებს კონკურენტების რაკეტებზე დამოკიდებულება თანამგზავრების გაშვებისას. თუმცა გამოცხადდა, რომ 2027 წლიდან ამ პასუხისმგებლობას ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი იკისრებს.

მოსალოდნელია, რომ Amazon-სა და SpaceX-ს შორის კონკურენცია კომერციული კოსმოსური ინდუსტრიის მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს. როგორც ბეზოსს, ისე მასკს სურთ ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების შექმნან. მათ ასევე უნდათ, კოსმოსში ფრენა ისეთივე ჩვეულებრივი იყოს, როგორც თვითმფრინავით მგზავრობა. ამ სფეროში ბეზოსის Blue Origin-ს მეტი გამოცდილება აქვს. და ასევე კოსმოსში მოგზაურობა ჩვეულებრივ საქმედ აქციონ. ამ სფეროში ბეზოსის Blue Origin-ს მეტი გამოცდილება და შესაბამისად, უპირატესობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა Leo ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიც Alexa, Audible და Kindle აღმოჩნდა, თუ შეუერთდება Amazon-ის იმ წამოწყებებს, რომლებმაც ფიასკო განიცადა. ასეთებს შორის კი გამოირჩევა 2014 წელს გამოშვებული Fire ტელეფონი, რომელმაც ერთ წელზე ცოტა მეტხანს გაძლო, ან სუპერმარკეტების ქსელი Amazon Fresh-ი, რომელმაც 2025-2026 წლებში დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ყველა ფიზიკური მაღაზია დახურა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.