Homeუცხოეთიჰორმუზის ბლოკადის მსხვერპლი: Exxon-ი მილიარდებს კარგავს ნავთობის გაძვირების დროს

ჰორმუზის ბლოკადის მსხვერპლი: Exxon-ი მილიარდებს კარგავს ნავთობის გაძვირების დროს

Published on

spot_img

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ირგვლივ მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ნავთობზე მსოფლიო ფასები პიკზეა, ენერგოგიგანტი Exxon Mobil-ი პირველ კვარტალში მოგების საგრძნობ კლებას პროგნოზირებს. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, მოსალოდნელი მოგება 5 მილიარდ დოლარამდე შემცირდება, რაც წინა კვარტალთან შედარებით 30%-იანი ვარდნაა.

მოგების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს:

მთავარი მიზეზი ფინანსური დერივატივები და ჰეჯირების კონტრაქტებია. კომპანიამ ფასების დაზღვევისას ვერ გათვალა კონფლიქტის ასეთი მასშტაბი, რამაც მრავალმილიარდიანი ბუღალტრული ზარალი გამოიწვია.

Exxon-ის გლობალური მოპოვების მეხუთედი (20%) კატარსა და საამიროებზე მოდის. ჰორმუზის სრუტის არასტაბილურობამ – ხან გახსნამ და ხან ჩაკეტვამ ეს რესურსი ფაქტობრივად გამოამწყვდია, რის გამოც მოპოვება 6%-ით შემცირდა.

საწვავის გადამუშავების სექტორში ზარალი 5,3 მლრდ დოლარს აღწევს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ტვირთები გზაშია გაჩერებული და მათი რეალიზაცია ვერ ხერხდება. ბუღალტრული წესებით, მოგება მხოლოდ მაშინ აღირიცხება, როცა ტანკერი დანიშნულების ადგილზე მივა.

ბოლო მდგომარეობით, განმუხტვისკენ წასული სიტუაცია ისევ დაძაბულობის რეჟიმში გადავიდა. თეთრი სახლისა და თეირანის მუქარების ფონზე, ბაზრებზე გაურკვევლობა იმატებს. თუმცა, Exxon-ის ფინანსური დირექტორი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ეს ზარალი „დროებითი და ტექნიკურია“. როგორც კი სრუტეში ნაოსნობა აღდგება, დაგროვილი პროდუქციის გაყიდვა კომპანიას მომდევნო კვარტალში რეკორდულ მოგებას მოუტანს.

ამჟამად ინვესტორები ფრთხილობენ, რადგან Exxon-ის მაჩვენებლები მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ომის დროს მაღალი ფასი ყოველთვის მაღალ მოგებას არ ნიშნავს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

სხვა სტატიები

ტრამპმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სახელობის“ სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ისტორიულ დოკუმენტს - „ლინდსი ო. გრემის სახელობის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტს“ (H.R. 5334). კანონი, რომელიც კრემლის სამხედრო მანქანის ფინანსურ ბლოკადასა და ვაშინგტონისთვის ახალი ეკონომიკური ბერკეტების მინიჭებას ისახავს მიზნად, მყისიერად შევიდა ძალაში.

არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ტრამპი ამერიკელებს 5 000-დოლარიან ჩეკებს ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ყველა სრულწლოვანი ამერიკელისთვის 5 000-დოლარიანი ჩეკების გადაცემას ითვალისწინებს, მიმდინარე პოლიტიკური და მაკროეკონომიკური განხილვების მთავარ თემად იქცა.

„პაკარდისა“ და „სტუდებეკერის“ უიღბლო გაერთიანება

მდიდრული კლასის მწარმოებელი კომპანია, 1954 წელს Studebaker Corporation-ს შეუერთდა. ორთავეს ერთი მიზანი ამოძრავებდა – კრიზისიდან გამოსვლა და ბაზარზე ღირსეულად ოპერირება. ორივე კომპანიას ჰქონდა ხანგრძლივი ტრადიციები და განსხვავებული პროდუქციის ხაზები: „პაკარდი“ აწარმოებდა ძვირადღირებულ მანქანებს, ხოლო „სტუდებეკერი“ – იაფ მოდელებს.