Homeუცხოეთიჩინური ავტომწარმოებლების გლობალური ექსპანსია ენერგოკრიზისის პირობებში

ჩინური ავტომწარმოებლების გლობალური ექსპანსია ენერგოკრიზისის პირობებში

Published on

spot_img

ჩინური ავტომობილების ექსპორტმა მსოფლიოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (China Association of Automobile Manufacturers – CAAM) მონაცემებით, გასულ თვეში საზღვარგარეთ 748 000 ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 82,4%-ით მეტია. განსაკუთრებით გაიზარდა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების ექსპორტი 140%-ით, 363 000 ერთეულამდე.

BYD და Geely Auto აქტიურად ავითარებენ ექსპანსიას ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები მარტში 19,2%-ით შემცირდა. მოთხოვნის კლებას ხელი შეუწყო სახელმწიფო სუბსიდიების შემცირებამ, უძრავი ქონების კრიზისმა და მწარმოებლებს შორის გამწვავებულმა საფასო ომმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, საწვავის გაძვირება – განსაკუთრებით ირანის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტის გამო მომხმარებლებს ელექტრომობილებზე გადასვლისკენ უბიძგებს. ამ მიმართულებით ჩინეთი ლიდერობს და არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით ეფექტურად სარგებლობს.

ჩინური კომპანიები ცდილობენ დაასწრონ ევროკავშირის მიერ დაანონსებულ ახალ ტარიფებს, რომლებიც შესაძლოა მალე დაწესდეს ჩინურ ელექტრომობილებზე. სწორედ ამიტომ პორტებში გადაზიდვის ტემპი მაქსიმალურად დაჩქარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისმა ლოგისტიკური ხარჯები გაზარდა.

მსოფლიო მასშტაბის წამყვანი საინვესტიციო ბანკების თუ საკონსულტაციო კომპანიების ექსპერტების პროგნოზით, ჩინური ავტომწარმოებლების გლობალური გაყიდვები წელს მინიმუმ 20%-ით გაიზრდება, რაც ქვეყანას მსოფლიოს წამყვან ავტოექსპორტიორად დაამკვიდრებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სხვა სტატიები

Wilson-ის ევოლუცია – სპორტული იმპერია ჩიკაგოდან

ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრენდი თავიდანვე დიდი არენებისთვის ჩოგნებისა თუ სათამაშო ბურთების დასამზადებლად შეიქმნა. რეალობა კი სულ სხვაა: Wilson-ი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ბაზაზე დაარსდა, ხოლო სპორტული ინვენტარის წარმოება მოგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ წარმოების ნარჩენები ტყუილად არ გადაეყარათ.

სავაჭრო ომის მორიგი სერია – შეერთებულმა შტატებმა ჩინურ ტექნოლოგიებს ახალი სანქციები დაუწესა

ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ 2025 წლის იანვარში შემოღებული ეკონომიკური შეზღუდვები ახლახან, 2026 წლის ოქტომბერში, კიდევ უფრო გაამკაცრა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეგულაციები აამოქმედა, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ მაღალტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ უფრო მკაცრად უკრძალავს.

გარიგება პუტინთან – რამ გამოიწვია აშშ-ის მიერ „გრემის კანონის“ შეჩერება

მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების აღდგენის საკითხი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრალურ თემად იქცა. წინასაარჩევნო პერიოდში მყოფმა თეთრმა სახლმა, შიდა ბაზარზე საწვავის ფასების კატასტროფული მატების შესაჩერებლად, მოსკოვს სანქციები ნაწილობრივ შეუმსუბუქა.